წინამდებარე კონვენციის დედანი, რომლის ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს, რომელიც მის დამოწმებულ ასლებს გადასცემს 48-ე მუხლში მოცემული ოთხი კატეგორიიდან ნებისმიერს მიკუთვნებულ ყველა სახელმწიფოს.
რის დასტურადაც, ქვემორე სრულუფლებიანი ხელმომწერნი, არიან რა მათი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ვენაში, ათას ცხრაას სამოცდაერთი წლის აპრილის თვის მეთვრამეტე დღეს.
[1] შენიშვნა: წინამდებარე ტექსტში, კონვენციის მუხლების დასათაურება არ არის სავალდებულო. იგი შედგენილია თარჯიმნის შეხედულებისამებრ. კონვენციის ინგლისურენოვან დედანში მუხლები არ არის დასათაურებული