📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.12.2018
ძალის დაკარგვა 22.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/540
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016577
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,364 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.12.2018 მიღება
22.04.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/540 2018 წლის 3 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/595 ბრძანება (ვებგვერდი, 09/11/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.024.016468). მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მოადგილის წინაშე, რომელიც  მინისტრის შესაბამისი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები 1.  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება; ბ) სხვადასხვა უწყებიდან შესული, სამინისტროს სტრუქტურული  ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება; გ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ  ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართველოს  მთავრობაში, საქართველოს პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კანონმდებლობით  დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია; ე) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის  სასამართლოში;  ვ) ადმინისტრაციული საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს  მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების) პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; თ) იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის  გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის  განხორციელებას, გარდა იმ ხელშეკრულებებისა, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების შესაბამისად მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფი; ი) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა; კ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა. 2. დეპარტამენტი მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. 3. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1.  დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი). 2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ კორესპონდენციას და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ვ) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას; ზ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ან მინისტრის შესაბამისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 5. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში)  ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას, აგრეთვე ხელი მოაწეროს ადმინისტრაციულ საჩივართან/განცხადებასთან დაკავშირებით სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას. 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და შესაბამისი მინისტრის მოადგილის  წინაშე. 9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში), ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები  1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:  ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) ხელშეკრულებების ექსპერტიზის სამმართველო; გ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო; დ) პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამმართველოს უფროსი), რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის  წინაშე. 3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ახორციელებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ან/და ვიზირებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენას ან/და კოორდინაციას; დ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადებას; ე) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მას შესაბამის მსვლელობას და უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს. 4. ხელშეკრულებების ექსპერტიზის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში,  უზრუნველყოფს სამინისტროს  მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების) პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას ან/და სამართლებრივ ექსპერტიზას; ბ) ახორციელებს იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას, გარდა იმ ხელშეკრულებებისა, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების შესაბამისად მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მას შესაბამის მსვლელობას და უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას; დ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს. 5. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო:  ა) წარმოადგენს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;  ბ) ამზადებს განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, კერძო საჩივრებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს და აძლევს მათ შესაბამის მსვლელობას;  გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; დ) განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივრებს, განცხადებებს ან/და მონაწილეობს მათ განხილვაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ე) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მას შესაბამის მსვლელობას და უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს. 6. პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს კანონშემოქმედებით საქმიანობას; ბ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად შეიმუშავებს საკანონმდებლო და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და შეიმუშავებს  დასკვნებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების თაობაზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობას და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ  მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენას; ე) უზრუნველყოფს კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციას და  ხელს უწყობს სამინისტროს საპარლამენტო მდივანს „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში; ვ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მას შესაბამის მსვლელობას და უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ან სამმართველოს უფროსი. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.