„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34124
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016474
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №34124

2018 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8) 93 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9​3. საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის განხორციელებისა და გადამხდელთა მოთხოვნის დამუშავების სამმართველო

საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის განხორციელებისა და გადამხდელთა მოთხოვნის დამუშავების სამმართველო ახორციელებს:

ა) შესაბამის შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იმ დეკლარაციების მონაცემების დამუშავებას, რომლებთან დაკავშირებითაც ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი დეკლარაციების ანალიზის შედეგად, განისაზღვრა რისკის ფაქტორების არსებობა. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დასკვნის/შესაგებლის მომზადებას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ განხილვას და შესაბამის რეაგირებას. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, მათ შორის სათანადო შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესაგებლის/მოთხოვნის სისწორეზე დასკვნის მომზადებას და დეპარტამენტის უფროსისთვის დასამტკიცებლად წარდგენას. შესაბამისი დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენას;

გ) არასაგადასახადო შემოსავლების (სხვა შემოსულობის) სახით გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას ანალიტიკური დეპარტამენტისთვის გადასაგზავნად. ამ უკანასკვნელის მხრიდან შემდგომში, საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შესარჩევად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გამოსაყენებლად;

ე) დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან დაკავშირებით განხორციელებული სათანადო პროცედურებიდან გამომდინარე დაბრუნებული თანხების ან/და გაგზავნილი შესაგებლების შესახებ შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;

ვ) ამ მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციის განხორციელებას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მიზნით, შესაბამისი „მოთხოვნის“ წარმოდგენაზე კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ იმ გადასახადის გადამხდელის ინფორმირებას, რომელთაც პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებათ ზედმეტად გადახდილი გადასახადი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე საგადასახადო დავებში მონაწილეობას ან/და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას;

ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსის მოვალეობის

შემსრულებელი ვახტანგ ლაშქარაძე.