შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - სარდარ ბაირამოვი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 123
დირექტორი: გიორგი ლოლაშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, უ. ჩხეიძის ქუჩა №23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB774783602010000
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)
მესაკუთრე/მსესხებელი: სარდარ ბაირამოვი, პირადი №36001012628
იპოთეკის ხელშეკრულება: 123123649498, თარიღი 23/03/2015
ვალდებულების წარმოშობა: 25/03/2015, N0107.3266103.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
25/03/2015, N 3266103-7903028 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
31/10/2016, N 3266103-8593495 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
იპოთეკის რეკვიზიტები: საგარეჯოს რაიონი, სოფელი თულარი, საკადასტრო კოდი: 55.03.51.053
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ჯამში: 41 756,24 ლარი,
№3266103-7903028 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 9 644,81 ლარს, მათ შორის ძირი – 8 095,39 ლარი, პროცენტი – 739,88 ლარი, ჯარიმა – 809,54 ლარი.
№3266103-8593495 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 32 111,43 ლარს, მათ შორის ძირი – 25 507,99 ლარი, პროცენტი – 4052,64 ლარი, ჯარიმა –2 550,80 ლარი.
სხვა ხარჯები: სპეციალისტის ავანსი 490 ლარი
აუქციონის ჩატარების დრო: 24/12/2018 წლის 14:00 საათიდან 26/12/2018 წლის 11:30 საათამდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 0.00 აშშ დოლარი და 14000.00 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი 43 546 კვ.მ ფართით
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით „ლიბერთი ბანკში“ განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით;
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე;
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით;
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებულ სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს“, ს/კ 404483536
დირექტორი გიორგი ლოლაშვილი.