1. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად შევიდეს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა განთავსების დაწესებულებებში, ნებისმიერ დროს:

ა) ჩაატაროს შემოწმება თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა განთავსების იმ დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;

ბ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული და პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;

გ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზე პირს აღკვეთილი ან შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება;

დ) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებითი ღონისძიებებისადმი დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად.

2. პროკურორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ