1. პროკურატურის სისტემას ქმნიან:

ა) საქართველოს გენერალური პროკურატურა (შემდგომ – გენერალური პროკურატურა);

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები;

გ) თბილისის პროკურატურა;

დ) საოლქო პროკურატურები;

ე) რაიონული პროკურატურები;

ვ) სპეციალიზებული პროკურატურები − ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. საგანგებო პროკურატურის ან სპეციალური პროკურატურის შექმნა აკრძალულია.

3. პროკურატურის საშტატო ერთეულებსა და მათ რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

4. საშტატო ერთეულის ცვლილების ან პროკურატურის ერთი ორგანოდან/სტრუქტურული დანაყოფიდან პროკურატურის სხვა ორგანოში/სტრუქტურულ დანაყოფში საშტატო ერთეულის გადატანის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორ