„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№446
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017157
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №446

2018 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის საგადასახადო დოკუმენტის (შემდგომში − სდ) წარდგენით;“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების ან სდ-ის წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში – ზეპირი დეკლარირებით;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში.“.

2. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით.“.

3. 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების ან სდ-ის წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში – ზეპირი დეკლარირებით;“.

4. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოდან გატანის დროს, გარდა ამ საქონლის გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა;“.

5. „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ (დანართი №XI-01):

ა) III ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ ან წარადგინოთ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, ან განახორციელოთ დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით.“;

ბ) „მნიშვნელოვანი ინფორმაციის“ მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა/ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით.“.

6. 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა). ამასთან, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას, შესაბამისი დოკუმენტები საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო ზედნადებთან/სდ-სთან ერთად, ხოლო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებულ,  არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე აგრეთვე წარედგინება შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;

ა1) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში − საბაჟო გამშვებ პუნქტში  ხე-ტყის  სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით, რომელთან ერთადაც წარედგინება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის  ან  შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

7. 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპორტით გასატანი საქონლის სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას ზედნადების/სდ-ის წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე მიეთითება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა.“.

8. 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით, ან;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №446. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017157.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №446, 07.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017157 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4384396/