ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრული
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის
ა ნ გ ა რ ი შ ი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის მანძილზე შემოსულია სულ 64 წერილობითი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
8 მოთხოვნა, საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, კუთვნილებისამებრ, რეაგირებისათვის გადაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის თაობაზეც, ეცნობა მოთხოვნის ავტორს, ამასთან, დაწესდა კონტროლი მათ შესრულებასა და ადრესატისათვის პასუხის დროულად მიწოდებაზე.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყეტილებათა რაოდენობა შეადგენს 58-ს.
6 მოქალაქეს ეთქვა მოტივირებული წერილობითი უარი საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მოთხოვნებს.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, საკრებულოში არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა.
საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის შესახებ საკრებულოში შემოსულ მოთხოვნებზე პასუხის გაუცემლობის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, სხვადასხვა დროს, გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, ივანე ჟორჟოლიანს.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თემატიკა შეეხებოდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების განათლების, ნარკოლოგიური შემოწმებისა და თანამდებობრივი სარგოს; პიარ მომსახურებაზე დადებული ხელშეკრულებების ოდენობისა და სარეკლამო მიზნით გაწეული ხარჯების; წარმომადგენლობითი ხარჯების; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებზე გაცემული ანაზღაურების; საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ოდენობის; საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის/ კომპენსაციის დაკისრებით მოთხოვნის თაობაზე აღძრული სარჩელის რაოდენობის; აგრეთვე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით აღძრული სარჩელის რაოდენობისა და სარჩელის დაკმაყოფილების; საკრებულოს აპარატში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების, დასრულებისა და რეორგანიზაციის შედეგების; 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 1-ლი მარტის ჩათვლით, საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა გათავისუფლების რაოდენობის; 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით, დისციპლინური წარმოების; საკრებულოს საშტატო ნუსხის; საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხლშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის; ჩატარებული კონკურსებისა და მისი სახეობების; მოხელეთა შეფასების მეთოდოლოგიისა და საჯარო დაწესებულების ინიციატივით, საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების რაოდენობის; საკრებულოს მე-5 და მე-6 მოწვევის ფრაქციების მონაცემების; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულთა გენდერული სტატისტიკის; მიმდინარე მოწვევის პერიოდში, საკრებულოს სხდომების ჩატარების რაოდენობის, საკრებულოს სხდომებზე მერისა და მისი მოადგილეების დასწრების; მიმდინარე მოწვევის საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრების მდგომარეობის; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი ფრაქციების, მათი შემადგენლობების, ფრაქციების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების, მივლინების, სატელეფონო და საწვავის ხარჯების მდგომარეობის; გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე მიღებული სამართლებრივი აქტების; აპლიკანტების მიერ, 2014 – 2015 წლებში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსების ტესტირების ეტაპებში მათი მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნის; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის რაოდენობისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული სხვადასხვა სამართლებრივი აქტების შესახებ ინფორმაციების მიწოდებას.
საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნებზე პასუხები გაცემულია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვადების დაცვით.
საანგარიშო პერიოდში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მიმდინარე წლის მანძილზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში პერიოდულად მიმდინარეობდა მუშაობა საჯარო მონაცემთა ბაზის განახლებასთან დაკავშირებით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევასა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკრებულოს მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით, საკრებულოსათვის, ხარჯების გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული არ ყოფილა და ხარჯები ამ მიმართულებით არ გაწეულა.
ნიკოლოზ ლატარია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე