ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების თაობაზე
2018 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიღებული იქნა 235 წერილობითი მომართვა და განცხადება, მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად მიეწოდა 228 განმცხადებელს/მომართვის ავტორს, 6 მომართვა დამუშავების პროცესშია, ხოლო 1 მათგანს უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნილი მონაცემების შინაარსის გათვალისწინებით და დაინტერესებული პირის მიერ მოხდა მისი გასაჩივრება.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ დარეგისტრირებულა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაწესებულებაში შემოსული პერსონალური მონაცემების შემცველი კორესპონდენციის შეგროვება, დამუშავება და შენახვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხდებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
საჯარო მოსამსახურეების მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და
პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
გიორგი იობაშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი