სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“ პუნქტები მიმდინარე წლის განმავლობაში, 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე

სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შემოვიდა 84 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, საიდანაც დაკმაყოფილდა 50 განცხადება, 14 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 13 განცხადება არ დაკმაყოფილდა (უარის დასაბუთების მიზნით გაკეთდა ასევე შესაბამისი განმარტებები), 3 განცხადებაზე სსიპ – „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დაინტერესებულ პირებს მოსთხოვა მოთხოვნის დაზუსტება, 1 განცხადებაზე გაკეთდა შესაბამისი განმარტება, 1 განცხადების ავტორს მიეთითა იმის შესახებ, რომ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიემართა შესაბამისი ორგანიზაციისთვის, 2 განცხადება დარჩა განუხილველი. (გადაწყვეტილებები მიღებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, დიმიტრი ბერძენიშვილის მიერ). საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არ შემოსულა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „მ“ პუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია,    ვიდეო    და აუდიოჩანაწერები) ანუ, საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამ მუხლის „ნ“ პუნქტის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე კოდექსის 44(1) მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული   გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განმცხადებლები ითხოვდნენ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაცული პერსონალური მონაცემების/კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ან ისეთი ინფორმაციის გაცემას, რაც სსიპ – „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არ არსებობდა ან არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „მ“ და „ნ“ პუნქტების, 10(1), 271, 28(1) და 44(1) მუხლების თანახმად, არ არსებობდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ    მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

• სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სხდომა დაიხურა 2018 წლის 24 მაისს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა საკითხს სამეურვეო საბჭოს წევრისთვის სსიპ – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლების ხელფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. სამეურვეო საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „ნ“ პუნქტის, 10(1), 271, 28(1) და 44(1) მუხლებით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ პუნქტი

• სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ საჯარო და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის შენახვა წარმოებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არქივში და შესაბამის განყოფილებებში არსებულ სათავსოებში. მონაცემები ასევე ინახება ელექტრონულად სპეციალური პროგრამის საშუალებით.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ პუნქტი

• მიმდინარე 2018 წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლების მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა.

• შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს არ დაკისრებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ვ“ პუნქტი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ 2018 წელს წარმოდგენილი იქნა ჯამში 3 ადმინისტრაციული საჩივარი, საიდანაც 2 საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო, 1 საჩივარს უარი ეთქვა განხილვაზე.

გარდა ამისა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღძრული იქნა 3 სარჩელი ინფორმაციის გაცემის შესახებ. ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია მხოლოდ 2 სარჩელი (საქმეები იმყოფება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში), 1 სარჩელი გამოხმობილი იქნა მოსარჩელის მიერ და შესაბამისად, სასამართლოს განჩინებით დარჩა განუხილველი.

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტი

• მიმდინარე 2018 წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49(ზ) მუხლით გათვალისწინებული თანხების (ხარჯების) გადახდას სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ვასილ მაღლაფერიძე