ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 დეკემბრის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 დეკემბრის ანგარიშს – ინფორმაციას 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ:
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნული პერიოდისათვის სულ შემოსულია 9 (ცხრა) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საკრებულოს მომართა სახელმწიფო უწყებებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მასმედიის წარმომადგენლებმა, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
1.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნული პერიოდისათვის სულ შემოსულია 9 (ცხრა) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.
2. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ მიღებულა.
3. საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნით მომართვა არ შემოსულა.
4. ყველა მომართვა დაკმაყოფილდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დახურულად არ გამოცხადებულა.
6. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის მოთხოვნით მომართა შემდეგმა სახელმწიფო უწყებებმა, ორგანიზაციებმა და მასმედიის წარმომადგენლებმა:
• საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია/საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე/.
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო/სამისამართო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ტაბატაძე/.
• ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია/აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილი/.
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი/.
• ქალთა საინფორმაციო ცენტრი/დირექტორი ელენე რუსეცკაია/.
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
/მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი/.
• პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“/-შოთა მაქაცარია/.
• „ახალგაზრდა ადვოკატები“/იურისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გიორგი ზოიძე/.
7. საანგარიშო პერიოდში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან არ მომხდარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა.
8. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო/თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი/ იხელმძღვანელებდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით, 271 -ე მუხლით, 28-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 44-ე მუხლით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.
9. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა და არ გასაჩივრებულა.
10. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად არ მომხდარა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
იმედა მღებრიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე