საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 25 დოკუმენტი. 10 (40.0%) დოკუმენტი შემოსულია ფიზიკური პირებიდან, ხოლო დანარჩენი 15 (60.0%) – იურიდიული პირებიდან.
შემოსული დოკუმენტებიდან საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ შესყიდვებს ეხება 6 (24.0%); მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს – 5 (20.0%); ბიუჯეტის ხარჯვისა და ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებულ საკითხებს – 3 (12.0%); მერიის საკადრო საკითხებს (თანამდებობის პირთა დანიშვნის შესახებ) – 1 (4.0%); გენდერულ საკითხებს – 1 (4.0%); პრემია დანამატების საკითხებთან დაკავშირებით შემოსულია 1 (4.0%) დოკუმენტი; საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შესახებ ინფორმაციებს ეხება-2 (8.0%); რეგიონში განსახორციელებელ პროექტებს – 1 (4.0%); მერიის ბალანსზე რიცხულ ქონების საკითხებს – 1 (4.0%); ხოლო სხვადასხვა საკითხებს ეხება 4 (16.0%) დოკუმენტი.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არ ყოფილა მიღებული უარის თქმის არცერთი გადაწყვეტილება. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა დროულად, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში შექმნილია საჯარო მონაცემთა ბაზა, რომლის გამოყენებაც ხდება არსებული წესის შესაბამისად.
საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად მერიაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის მიზნით შექმნილია ფაილური სისტემის კატალოგები, რომელთა წარმოების შესახებ შეტყობინებები გაგზავნილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეების მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი