ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
შესაბამისად საჯარო ინფორმაციის
გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურე – სასამართლოს მენეჯერი – ეკატერინე მუკბანიანი.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.
2018 წლის განმავლობაში ცაგერის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 31 (ოცდათერთმეტი) განცხადება შემოვიდა, მათ შორის: არასამათავრობო ორგანიზაციებიდან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან 25 (ოცდახუთი) განცხადება, მოქალაქეთაგან – 6 (ექვსი) განცხადება. შემოსული განცხადებებიდან სრულად დაკმაყოფილდა 27 (ოცდაშვიდი) განცხადება, არ დაკმაყოფილდა 4 (ოთხი) განცხადება.
განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შედეგების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, განხილული საქმეების რაოდენობას, ასევე სასამართლო აქტების ქსეროასლებს სხვადასხვა კატეგორიის დავებზე და სტატისტიკურ მონაცემებს.
მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
მიმდინარე წელს ცაგერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება და არ განხილულა არცერთი ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.
საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ეკატერინე მუკბანიანი
ცაგერის რაიონულ სასამართლოში
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი