აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

ა) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 4(ოთხი) განცხადება /წერილი. აქედან 2 (ორი) ფიზიკური პირისგან.

ბ) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება /წერილი არ შემოსულა.

გ) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 1 (ერთი ) განცხადება, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პირთა პერსონალურ მონაცემებს, არ არსებობდა მათი თანხმობა ინფორმაციის გაცემის თაობაზე და არც სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღების საერთო საფუძველს წარმოადგენდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -2 მუხლის „ა“ პუნქტი. ინფორმაციის გაცემაზე უარი არ დაფიქსირებულა.

გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე: მაია წურწუმია - საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი).

დ) საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დაურღვევიათ;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.

 

მინისტრი                                                                                                            ქეთევან ბაკარაძე