რუსთავის საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურ ეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა. შ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ანგარიში
2018 წლის განმავლობაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 47 განცხადება.
შემოსული განცხადებებიდან 8 შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების ოდენობას, სისტემის დროებითი შეფერხების ოდენობას, შეფერხების საფუძველს, შეფერხების დროს რიგითობის წესით გადანაწილებული საქმეების რაოდენობას, ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა განსაზღვრას, ელექტრონული პროგრამით შეცდომით განაწილებული საქმეების გამო კანცელარიის აპარატის თანამშრომელზე დისციპლინურ სახდელს, თავმჯდომარის ბრძანებას მორიგეობის დროს განსახილველ საქმეთა სახეობების შესახებ, მოსამართლეთა მორიგეობის რიგითობას, ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხების თაობაზე შედგენილ სამართლებრივ აქტებს და მოხსენებით ბარათებს . დანარჩენ - 39 შემთხვევაში განმცხადებლები მო ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას კონკრეტული საქმის სასამართლოს წარმოებაში არსებობის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობის, განხილვის შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლებს, ამასთან არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ასლებს, კონკრეტულ პერიოდში მოსამართლეთა წარმოებაში არსებულ საქმეებზე სტატისტიკას, სტატისტიკას დანაშაულთა კატეგორიების და სახეების მიხედვით, ძალადობის მუხლებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, ინფორმაციას სასამართლოსთვის მსჯავრდებულთა მომართვიანობის რაოდენობის შესახებ, ინფორმაციას სასამართლოში დასაქმებულ პირთა რაოდენობის და საჯარო მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურების შესახებ, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ასლებს.
შემოსული განცხადებებიდან:
ა) 3 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვინაიდან მომთხოვნისთვის სასურველი კრიტერიუმებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა;
ბ) 41 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;
გ) არ დაკმაყოფილდა 3 განცხადება. ერთ შემთხვევაში განმცხადებლისთვის უარის თქმის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ მოთხოვნილ საქმეზე არ იყო დამდგარი შემაჯამებელი გადაწყვეტილება, ხოლო ორ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილში უარის თქმის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ განმცხადებლებისთვის ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭირო იყო ისეთი დიდი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების მოძიება და დამუშავება, რასაც როგორც წესი სასამართლო არ ახდენს. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი გახდებოდა სასამართლოს მოხელეთა უმრავლესობა დაკავებულიყო მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის დამუშავებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას და შეუძლებელს გახდიდა სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელებას.
2018 წლის განმავლობაში გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება ს პასუხი გა ე ცა წერილობითი სახით , კანონით დადგენილ ვადაში.
საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები – რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი და გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს სპეციალისტი.
სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად , დისციპლინური სახდელი არავის დადებია .
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ - ვებგვერდი courts.ge , რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებ ე ლი .
რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე