სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2018 წლის ანგარიში

წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად:

ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია 31 განცხადება. მითითებული 31 განცხადებებიდან სრულად დაკმაყოფილდა 29 განცხადება, ნაწილობრივ 1 განცხადება, ხოლო დასაბუთებული უარი ეთქვა 1 განმცხადებელს. საჯარო ინფორმაციის ნაწილობრივ გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლისა და 272 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, რომელთა საფუძველზეც ინფორმაცია მიჩნეულ იქნა პერსონალურ და კომერციულ საიდუმლოებად.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად, მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, ხოლო საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ ზემოთ აღნიშნული პირები.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის ნაწილობრივ გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, იგი მიღებულ იქნა შესაბამის ბრძანებაზე დაყრდნობით, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, რომელთა შესაბამისადაც ინფორმაცია მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად.

კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ;

სააგენტოში 2015 წლის პირველი აპრილიდან ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), რის შედეგად, მონაცემების ბაზის შექმნა აღნიშნულ პროგრამაში ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხიმგებელპირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ;

აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებებისას სააგენტო ეყრდნობოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 და 272 მუხლების მოთხოვნებს.

კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე;

საჯარო ინფორმაციის ნაწილობრივ გაცემაზე და უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გასაჩივრდა 2 გადაწყვეტილება, ხოლო შემდგომ ორივე გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილებები სააგენტოს მიერ მიღებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 და 272 მუხლების საფუძველზე. აღნიშნული სარჩელებზე მიმდინარეობს საქმის წარმოება.

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.

ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

გრიგოლ კაკაურიძე

სააგენტოს უფროსი