საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

(2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო ინფორმაციის გაცემისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის,

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ:

სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემოსულია 259 განცხადება, აქედან პასუხი გაცემულია 226 განცხადებაზე, ხოლო 33 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:

მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელშეკრულებებისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მიერ.

უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია 1 განცხადებასთან დაკავშირებით.

2016 წლის 4 მარტიდან 2018 წლის 19 მარტამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა

და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრული იყო სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/126; 04.03.2016 წ.).

2018 წლის 19 მარტიდან მარტიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სამინისტროს ხელშეკრულებებისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

(საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/122; 19.03.2018 წ.).

საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:

სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), რის შედეგადაც აღნიშნულ პროგრამაში მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.

სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ:

სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად დისციპლინური სახდელები არ გამოყენებულა. აგრეთვე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ რეკომენდაცია არ გაუცია.

იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას:

უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:

საანგარიშო პერიოდში გასაჩივრებულია 1 განცხადება უარის შესახებ, ხოლო 2 განცხადება გასაჩივრებულია ვადის დარღვევის გამო. (მიუხედავად ამისა, სამინისტრო წლის ბოლომდე უზრუნველყოფს პასუხის მიწოდებას განმცხადებლისთვის).

საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ:

ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

 

გურამ სუხაშვილი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა

და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი