სსიპ აწარმოე საქართელოში 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის აწარმოე საქართველოში წლიური ანგარიში


წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და მოიცავს 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აწარმოე საქართველოში (შემდგომში – სააგენტო) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის ანგარიშს:
ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სააგენტოში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, სულ შემოვიდა 164 (ას სამოცდაოთხი) განცხადება, რომელიც, განმცხადებლის მითითებით ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის შეფასებით, შეიცავდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნას.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2017 წლის 10
დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე, მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) როგორც უკვე აღინიშნა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოში შემოვიდა სულ 164 (ას სამოცდაოთხი) განცხადება. საიდანაც:
•  სრულად დაკმაყოფილდა 153 (ას ორმოცდაცამეტი) მოთხოვნა;
• 1 (ერთი) მოთხოვნის შემთხვევაში, სადაც განმცხადებელს სურდა ქართული დეველოპერული/ სამშენებლო კომპანიების სია, განმცხადებელს განემარტა, რომ დეველოპერული/სამშენებლო კომპანიები არ იყვნენ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და ზოგადად, სააგენტოს ბენეფიციარები, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა მისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაგზავნილ იქნა საჯარო სამართლის კორპორაციაში - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და ამის შესახებ ეცნობა განმცხადებელს.
• 10 (ათი) განცხადების შემთხვევაში, მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს.
სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია, სააგენტოს უფროსი იურისტი, ზინაიდა ჩხაიძე.
გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები, მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სააგენტოში დაცულია პერსონალური მონაცემები, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული. ფორმით არსებული მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბერამდე სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა/გაცემაზე უარის თქმა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების არცერთი ფაქტი.
ე) სააგენტო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობა მხოლოდ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სააგენტოში არ დაფიქსირებულა საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
ზ) სააგენტოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ, ხარჯები არ წარმოშობილა.

დირექტორი                                                                                                         მიხეილ ხიდურელი