სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ანგარიშს:
2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ (შემდგომში – სააგენტო) დადგენილ ვადაში პასუხი გაეცა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით წარმოდგენილ 50 განცხადებას. ამასთან, არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა. ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნა დასაზუსტებლად დაუბრუნდა განცხადების ავტორს ექვს შემთხვევაში, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი კანონით დადგენილი წესის დაცვით. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი განცხადება. ერთ შემთხვევაში ინფორმაცია არ გადაეცა კონფიდენციალურობის გამო და განემარტა ამ ინფორმაციის მიღების წესი.
სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემისას პერსონალური მონაცემები გროვდებოდა, მუშავდებოდა,ინახებოდა და გაიცემოდა კანონით დადგენილი წესით.
სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას სააგენტო ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
ლევან რაზმაძე
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე