ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გიგზავნით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ყოველწლიურ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით:
2018 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეგისტრირებულია სულ 4816 კორესპონდენცია, აქედან საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე – 484. მათ შორის ფიზიკურ პირთა მხრიდან შემოსულია 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) მოთხოვნა, ბეჭდვითი მედია საშუალებების მხრიდან – 13 (ცამეტი), არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან – 13 (ცამეტი), სხვადასხვა ორგანიზაციების და უწყებების მხრიდან – 362 (სამას სამოცდაორი).
ჩვენს მიერ ყველა მოთხოვნა განხილული იქნა და შესაბამისი ინფორმაცია გაიცა საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ გათვალისწინებული ვადების დაცვით.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
როსტომ მაგრაქველიძე
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი