საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2018 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2018 წლის ანგარიში
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
p
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ანგარიში
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
2018 წელი
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ასევე, ყოფილ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (შემდგომში − სპეციალური პენიტენციური სამსახური) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ 2018 წლის ანგარიშს:
ა) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 135 განცხადება, რომელთაგან ელექტრონული ფორმით შემოსულთა რაოდენობამ შეადგინა 35 ერთეული. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრირებული ვებგვერდის http://www.sps.gov.ge მეშვეობით.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მსგავსი მოთხოვნა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არ შემოსულა.
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემოსული 135 განცხადებიდან
გაიცა და, შესაბამისად, მოთხოვნა დაკმაყოფილდა 108 შემთხვევაში;
26 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;
1 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემოსული თითქმის ყველა განცხადება შეიცავდა საჯარო ინფორმაციის ერთზე მეტ, ხშირ შემთხვევაში კი − მრავალ მოთხოვნას.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 35 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, 56 შემთხვევაში − არასამთავრობო ორგანიზაცია, 19 შემთხვევაში განმცხადებელს მითითებული ჰქონდა, რომ წარმოადგენდა სხვადასხვა მედიასაშუალებას, 24 მოთხოვნა შემოვიდა სხვა საჯარო დაწესებულებიდან, 1 მოთხოვნა გამოიგზავნა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული პირის მიერ.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა 2018 წლის პირველი იანვრიდან 28 მაისამდე იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე, 28 მაისიდან 25 ივლისამდე − იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ერემაძე და 25 ივლისიდან დღემდე − თენგიზ შაქარაშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მოთხოვნის დაკმაყოფილებისა თუ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ იქნა მითითებული პასუხისმგებელი პირების მიერ.
გ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეული მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული ხელმოწერის სისტემაში (eflow) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებლები უთითებენ მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული ხელმოწერის სისტემაში (eflow) არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
საანგარიშო პერიოდში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას სპეციალური პენიტენციური სამსახური ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციასა“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილების მოთხოვნებს.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემს (1 შემთხვევა).
ვ) 2018 წლის განმავლობაში სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა 1 ადმინისტრაციული საჩივარი. მოთხოვნა, რომლის შესახებაც წარმოდგენილი იყო ხსენებული საჩივარი, დაკმაყოფილდა. კერძოდ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ სრულად გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია.
ზ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან მიმართებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები და ადგილი არ ჰქონია სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
გიორგი პატარიძე
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი