ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ანგარიში

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონულ რესურსზე - ოფიციალურ ვებგვერდზე (www.batumicc.ge) განთავსებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საკონტაქტო ტელეფონი და სამსახურებრივი ინსტრუქცია. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად (ელექტრონულ რესურსზე) გამოქვეყნების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.batumicc.ge) შექმნილია საჯარო ინფორმაციის ველი, სადაც ხდება საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის, პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ, სისტემატურად მიწოდება, განთავსება და განახლება.

 „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ თანახმად, 2018 წლის საანგარიშო პერიოდში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში:

ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია 54 განცხადება. აღნიშნულ განცხადებებზე საჯარო ინფორმაცია გაცემულია ელექტრონული ფორმით, დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის გათვალისწინებით. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემისას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონით ხელმძღვანელობის საჭიროება არ წარმოშობილა.

ბ) საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა და შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა;

 გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დოკუმენტბრუნვისა და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემების საშუალებით უზრუნველყოფილია მონაცემთა ბაზების (მათ შორის მონაცემთა ბაზის, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს) შექმნა, შეგროვება, დამუშავება, შენახვა. აღნიშნულზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების რაიმე ტიპის დარღვევა არ გამოვლენილა, რომელიც განაპირობებდა მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის და გასაჩივრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა;

ვ) როგორც კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში, საკუთარი ასევე საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა;

ზ) რადგან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის და სხდომების დახურვის გადაწყვეტილება არ მიღებულა შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხების გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა.