სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წარმოადგენს ანგარიშს 2018 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის მდგომარეობის შესახებ, კერძოდ:
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრული იყო სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე ნინო ბახსოლიანი, ხოლო საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და საჯარო ინფორმაციის განყოფილების უფროსი თინათინ ჩიქოვანი.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დაფიქსირებულია გარედან შემოსული 103 მოთხოვნა/განცხადება, რომელთაგან 95 შემოსულია დოკუმენტური სახით, ხოლო 8 მიღებულია ელექტრონული ფოსტით (contact.ssps.gov.ge.) თანამშრომელთა მოთხოვნების საფუძველზე გაცემულია 796 ცნობა/ინფორმაცია საჭიროების ადგილზე წარსადგენად;
3. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული;
4. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით გარედან შემოსული განცხადებებიდან:
ა) 92 განცხადების ავტორი იყო ფიზიკური პირი, 11 განცხადების წარმომდგენი იყო იურიდიული პირი (დაწესებულება, ორგანიზაცია);
ბ) დაკმაყოფილდა 102 განცხადება და გაიცა შესაბამისი ინფორმაცია;
გ) საჯარო ინფორმაციის ნაწილში დაუკმაყოფილებლად დატოვებული განცხადება არ ყოფილა;
დ) ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია ერთი განცხადება.
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ შემოსულა ისეთი შინაარსის განცხადება, რომელიც გამოიწვევდა მისი ქვემდებარეობის წესით უფლებამოსილ ორგანოში გადაგზავნას.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას. მონაცემებზე წვდომით სარგებლობენ მხოლოდ სათანადო დაშვების მქონე თანამდებობის პირები. აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია დაცულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით გარანტირებული სტანდარტების შესაბამისად.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჩივარი არ შემოსულა და ამ მხრივ ხარჯები არ წარმოშობილა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ და პასუხისმგებელ პირთა მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, დისციპლინური წარმოებაც არ განხორციელებულა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე