საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ანგარიშს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ.
2018 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 188 განცხადება, აქედან:
ა) საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 160 განცხადებაზე;
ბ) 8 განცხადებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) 13 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
დ) 6 განცხადება გადაიგზავნა ქვემდებარეობით;
ე) 1 განცხადება დამუშავების პროცესშია.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი 4 შემთხვევაში ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 3 შემთხვევაში იყო კონფიდენციალური, ხოლო 1 შემთხვევაში შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები. საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯმა შეადგინა 294,20 ლარი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 18 შემთხვევაში, აქედან 8 სხდომა ეხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეების განხილვას, 6 შემთხვევაში საკითხი ეხებოდა 3 წლით გამწესებული მოსამართლეების საქმიანობის შემფასებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევას (წილისყრა), 4 შემთხვევაში სხდომის ნაწილი დაიხურა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საექსპერტო კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევის საკითხის განხილვისას.
განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა თეა ჯაფარიძემ.
2018 წელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დისციპლინური სახდელი არ დადებია.
თეა ჯაფარიძე
ადამიანური რესურსების მართვის
დეპარტამენტის კონსულტანტი