“სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 10.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №578
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.020894
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.12.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თეიმურაზ ლომიძე და გიორგი ბერიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ „შპს სელინი“, „შპს მეგა სთარი“, „შპს გოლდენ ვეი“ და „შპს OLDBETER BOLNISI“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ „შპს ემფარმა“ და სხვები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
“სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №578
2018 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველო შეუერთდეს „სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ“ 2001 წლის 3 ნოემბრის მადრიდის საერთაშორისო ხელშეკრულებას.
მუხლი 2🔗
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ხელშეკრულების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, როგორც ხელშეკრულების დეპოზიტარს, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე;
გ) აცნობოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ხელშეკრულების 22.3 მუხლის თანახმად, რომ იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გადაწყდება 22.1 მუხლის ან 22.2 მუხლის შესაბამისად, საქართველო სავალდებულოდ აღიარებს 22.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე