ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად 2018 წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 28 განცხადება. შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 27 (მათ შორის ერთი მიმდინარე), რაზედაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გობრონ ჯახიას მიერ.
გაცემული საჯარო ინფორმაციის რაოდენობა არის 27, აქედან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე – 16, მედია საშუალებაზე – 3, პოლიტიკურ პარტიაზე – 2 და მოქალაქეებზე 6.
2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საკრებულოს თვმჯდომარე მამუკა წოწორია