აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№81801582897
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნასთან შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო გაცნობებთ:
2018 წლის 1 იანვრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით სულ შემოვიდა 1 განცხადება, რომელშიც განმცხადებელი ითხოვდა ინფორმაციას აფხაზეთის ოკუპრებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მიმართ, განათლებისა და კულტურის სფეროში, 2009 წლიდა ნ დღემდე განხორციელებული აქტივობების შესახებ (მათ შორის მიზნობრივი და არამიზნობრივი პროგრამები/ პროექტები, მონაწილეთა და დაფინანსების რაოდენობისა და წყაროს მითითებით). აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
საჯარო მოსამსახურეების მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევას და შესაბამისად პასუხისმგებელი პირისთვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სამინისტროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - თამარ გამისონია.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროს ისპეციალისტი - ედიშერ კვარაცხელია.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო
მინისტრი მანანა ქვაჩახია