საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში „მართვის სისტემა“) 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – „მართვის სისტემა“) 2018 წლის ანგარიში:
მართვის სისტემაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოების სამსახურის უფროსი – ნინო თოდუა, ხოლო მისი სამსახურში არყოფნის დროს – ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი – ანგი ხუციშვილი.
ორივე მათგანმა წარმოდგენილ ყველა განაცხადზე განახორციელა შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და განსაზღვრულ ვადაში.
მართვის სისტემამ 2018 წლის განმავლობაში გასცა 249 (ორასორმოცდაცხრა) საჯარო ინფორმაცია. ასევე, მართვის სისტემამ გასცა 83 (ოთხმოცდასამი) პერსონალური მონაცემის შემცველი ინფორმაცია, ხოლო 8 (რვა) განცხადება პერსონალური მონაცემის გაცემის მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მართვის სისტემა პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ეყრდნობოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მართვის სისტემაში მოთხოვნა არ შემოსულა.
მართვის სისტემას კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
მართვის სისტემის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტს ადგილი ჰქონდა მართვის სისტემის ერთი თანამშრომლის მხრიდან, შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და აღნიშნულ თანამშრომელს გამოეცხადა სასტიკი საყვედური.
რაც შეეხება საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს, 2018 წელს მართვის სისტემის მიერ გაცემულმა საჯარო ინფორმაციამ არ გადააჭარბა სსიპ – „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან 2018 წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მართვის სისტემის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 იანვრის №1.1/26 ბრძანებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალურ ოდენობას.
დიმიტრი ბერიძე
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი