სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის ანგარიში

სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის ანგარიში

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ (შემდგომში − აღსრულების ეროვნული ბიურო), 2018 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

2017 წლის 7 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 43 განცხადება.  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა შესაძლებელია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის − MY.GOV.GE, მეშვეობით. აღნიშნული სერვისის გზით ბიუროში საანგარიშო პერიოდში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის 9 მოთხოვნა.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან:

3 მოთხოვნა წარმოდგენილი იყო სხვა საჯარო დაწესებულებიდან;

14 მოთხოვნა წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ;

5 მოთხოვნა წარმოდგენილი იყო კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ;

5 მოთხოვნა წარმოდგენილი იყო მედიასაშუალებების მიერ;

16 მოთხოვნა წარმოდგენილი იყო ფიზიკური პირების მიერ.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან

7 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო ინფორმაცია გაიცა;

1 შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

4 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

31 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება.

ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირებად საანგარიშო პერიოდში განსაზღვრულნი იყვნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − იურიდიული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ირინე არახამია, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − იურიდიული სამსახურის იურისტები: სოფიო ლოქაბიძე, ანა გოდელაშვილი, მაია ლიპარტელიანი და მარიამ სიორდია.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირების, ირინე არახამიასა და მაია ლიპარტელიანის მიერ.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ მუშავდებოდა (5 შემთხვევა).

აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები − სააღსრულებო ბიუროები მათთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. აღნიშნული მონაცემები სხვა პირებზე გაიცემა მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს მოვალეთა რეესტრს, რაც გათვალისწინებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-4 პუნქტით. „მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანების მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის რეკვიზიტები, რაც აისახება მოვალეთა რეესტრში მოვალის რეგისტრაციისას. მოვალეთა რეესტრის წარმოების მიზნებისათვის მონაცემების დამუშავება გათვალისწინებულია ზემოხსენებული ნორმებით და შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით; დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს), საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასა და გამარტივებული წარმოების ელექტრონულ პროგრამაში ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

საანგარიშო პერიოდში აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის და ტერიტორიული ორგანოების მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოდგენილი იყო 2 საჩივარი, რომელთა განხილვის პროცესში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გაიცა განცხადებებში მითითებული საჯარო ინფორმაცია და მოთხოვნები დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ვინაიდან აღარ არსებობდა დასახელებულ საჩივრებზე მსჯელობის საფუძველი, მათზე წარმოება შეწყდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველის მიერ ბიუროში წარმოდგენილ იქნა 1 რეკომენდაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები; ადგილი არ ჰქონდა მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

იოსებ ბაღათურია

სსიპ –
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე