სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ:
სააგენტოში შემოსული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მონაცემებით, 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსულია 14 განცხადება, პასუხი გაცემულია 14 განცხადებაზე.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:
2018 წლის 02 მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხიმგებელ პირად განისაზღვრა სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №კ-01/193; 02.05.2018 წ.)
2013 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №160; 01.11.2013 წ. )
მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. ამასთან გაცნობებთ, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაკმაყოფილდა 14 განცხადება, უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:
სააგენტოში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), რის შედეგადაც აღნიშნულ პროგრამაში მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.
სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ
აღნიშნული კოდექსის მოთხოვნები სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ 2018 წელს არ დარღვეულა.
ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას:
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ:
ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი