სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 22 თებერვლის №234/ს ბრძანების საფუძველზე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი ნატო სულუაშვილი.
2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის შესაბამისად, სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მომართა 103 განმცხადებელმა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, რეაგირება განხორციელდა ყველა მოთხოვნაზე. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდა 103 განცხადება.
სააგენტოში შემოსული ზოგიერთი განცხადება შეიცავდა ისეთი მოთხოვნებს, რომლებიც სცილდებოდა სააგენტოს კომპეტენციას, თუმცა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-
80 მუხლის საფუძველზე, მოთხოვნები განსახილველად გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. აღნიშნულის შესახებ კი ინფორმაცია მიეწოდათ განმცხადებლებს.
უწყებაში პერსონალური მონაცემები დაცულია, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (edoc) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებელი უთითებს მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავების და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული წარმოება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა შესაბამისად.
2018 წლის საანგარიშო პერიოდში სააგენტოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი