სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წელს გაცემული
საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისადწარმოგიდგენთ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიშს კერძოდ:
ა) სენაკისმუნიციპალიტეტისსაკრებულოშისაჯაროინფორმაციისგაცემისმოთხოვნითშემოსულიასულ 66(სამოცდაექვსი) განაცხადი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არც ერთი განაცხადი არ შემოსულა, აქედან გამომდინარე, აღნიშნული მოთხოვნის უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ბ) საჯარო ინფორმაციის დაკმაყოფილების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულია 66 (სამოცდაექვსი) გადაწყვეტილება.
გ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ არის გაცემული.
დ) 2018 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა.
ე) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ, ამ კოდექსისმოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადება არ განხორციელებულა.
ვ) 2018 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციაზე უარი არ უთქვამს.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე კახაბერ რუსია