საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში

 

  
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში

დეპარტამენტში, 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 195 წერილი.

აღნიშნული მოთხოვნებიდან დეპარტამენტის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 189 განცხადება, 2 განცხადებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციას, ხოლო 4 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება.

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიღებულ იქნა დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2018 წლის განმავლობაში მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

დეპარტამენტი სარგებლობს ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემით (eHRMS), რომელიც მოიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნია დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, მისი კომპეტენციის ფარგლებში. ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

დეპარტამენტში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებები და შესაბამისი პასუხები. დეპარტამენტს არ გააჩნია ცალკე საჯარო მონაცემთა ბაზა, თუმცა, დეპარტამენტის განახლებულ ვებგვერდზე, ყოველკვარტალურად ქვეყნდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადების მოკლე ანოტაცია მარტივი ელექტრონული რეესტრის სახით.

დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.

დეპარტამენტში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ არის დაფიქსირებული. შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა  ხარჯები, მათ შორის   მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები. ამასთან, არ დაფიქსირებულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის ფაქტი.

საჯარო ინფორმაციის გაცემისას დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ    გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს 2018 წლის 08 აგვისტომდე წარმოადგენდა დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამსახურის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) დეა ქვრივიშვილი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში  დეპარტამენტის ადმინისტრაციული    სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურილი ერთეულის ხელმძღვანელი) ნათია ლომაურიძე. 2018 წლის 08 აგვისტოდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურილი ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ფიქრია კვერნაძე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში იურიდიული სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურილი ერთეულის ხელმძღვანელი) სალომე წურწუმია.

 

ფიქრია კვერნაძე