ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

 

  
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულების თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

 საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხორციელებული მუშაობის შესახებ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის შესახებ:

2018 წლის მონაცემებით:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე შემოვიდა 18 (თვრამეტი) განცხადება.

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა 18 (თვრამეტი) მოთხოვნა.

3. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

4. ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

5. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თეა ჯაფარაშვილის მიერ.

6. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დახურული სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

7. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

8. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

9. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ან სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის ფაქტს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილი არ ჰქონია.

 

მიხეილ ჯანაშვილი