ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიშში მოცემულია 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება.
2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 7დეკემბრის ჩათვლით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 41 განცხადება, ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება და ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირებს წერილობითი ფორმით ეცნობა.
• 41 განცხადება დაკმაყოფილდა.
• 0 განცხადებას უარი ეთქვა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი ნინო სუხიაშვილი.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 10-დღიანი ვადა ყოველთვის დაცულია.
12 თვის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება დაკმაყოფილდა. უარის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული საჩივარი არ შემოსულა.
12 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯებმა ასლის მოსაკრებლის სახით, შეადგინა 0 ლარი.
საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერიაში არ შემოსულა. შესაბამისად, შესწორებები საჯარო ინფორმაციაში არ განხორციელებულა.
საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევისთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.
გიორგი გურასპაშვილი