,,საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.12.2018
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.12.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი | სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია" მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა
მინისტრო
ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№05
2018 წლის 13 დეკემბერი
ქ. ბათუმი
,,საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საზღვაო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-8 მუხლისა და მე-9 მუხლის ,,ა“ პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები“.
მუხლი 2🔗
1.
ეს ბრძანება, გარდა თანდართული „საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური
სტანდარტების“ მე-5 მუხლისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან.
2.
ამ ბრძანების თანდართული „საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური
სტანდარტების“ მე-5 მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის პირველ იანვარს.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი
საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების
მინიმალური სტანდარტები
მუხლი 1🔗.
მიზანი
ამ სტანდარტების მიზანია საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სამედიცინო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური სტანდარტების დაწესება
და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ამ სტანდარტების შესრულებაზე კონტროლი ინსპექტირების გზით.
მუხლი 2🔗.
განმარტებები
ა) გემი – საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული ნებისმიერი მცურავი საშუალება, გარდა:
- შიდა ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებებისა;
- სამხედრო ხომალდებისა;
- რეკრეაციული გასართობი არაკონვენციური მცურავი საშუალებებისა, რომლებიც არ არიან კომერციულ საქმიანობაში ჩართულნი;
- ნავსადგურის ტექნიკურ საქმიანობაში ჩართული მცურავი საშუალებებისა.
ა.ა) A კატეგორიის გემი – საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემი ან თევზსაჭერი გემი;
ა.ბ) B კატეგორიის გემი – საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალება და თევზსაჭერი გემი, რომელიც:
- ახორციელებს ნაოსნობას უახლოესი ნავსადგურიდან 150 საზღვაო მილამდე დაშორებით;
- ახორციელებს ნაოსნობას უახლოესი ნავსადგურიდან 175 საზღვაო მილამდე დაშორებით, თუ მუდმივად იმყოფება საზღვაო სამაშველო ზონაში;
ა.გ) C კატეგორიის გემი – მცურავი საშუალებები, რომლებიც ახორციელებენ სანაპირო ნაოსნობას ნაპირიდან 12-50 საზღვაო მილამდე ან არ არის საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, გარდა საშტურვალო განყოფილებისა;
ბ) დასაქმებული – ნებისმიერი პირი, რომელიც დასაქმებულია გემზე, მათ შორის ის პირი, რომელიც გადის საზღვაო წვრთნას ან პრაქტიკას, გარდა ლოცმანებისა და ნაპირიდან მივლენილი იმ პირებისა, რომლებიც ასრულებენ სამუშაოებს ნავსადგურში მდგარ გემებზე;
გ) გემთმფლობელი – გემთმფლობელი ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაცია ან პირი, როგორიც არის გემის ოპერატორი ან ბერბოუტ ჩარტერერი, რომელმაც გემთმფლობელისგან აიღო გემის მართვის პასუხისმგებლობა;
დ) სამედიცინო ნივთები – მედიკამენტები, სამედიცინო აღჭურვილობა და ანტიდოტები.
ე) ანტოდიტი – ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ერთი ან რამდენიმე საშიში ნივთიერებით მიყენებული ზიანის სამკურნალოდ ან და პრევენციის მიზნით;
ვ) საშიში ნივთიერება – „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის კოდექსის“ (IMDG Code) III დანართით განსაზღვრული ნივთიერებები;
ზ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
მუხლი 3🔗.
გემთმფლობელის ვალდებულებები
1.
გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს:
ა)
გემზე №1 და №2 დანართებით განსაზღვრული მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის არსებობა;
ბ)
მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, რომ ამ პუქნტის ,,ა“ ქვე-პუნქტით გავთალისწინებული მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა ყოველთვის იყოს გემზე
;
;
გ)
გემზე იყოს დანიშნული სამედიცინო მომსახურების ან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელი მეზღვაური
;
დ)
გემზე თითოეულ სამაშველო ნავსა და სამაშველო ტივში უნდა ინახებოდეს წყალგაუმტარი სამედიცინო აფთიაქი, რომელიც შეიცავს, სულ მცირე, С კატეგორიის გემებისთვის დადგენილ სამედიცინო ნივთებს.
2.
გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს სამედიცინო სტაციონარის (ლაზარეთის) არსებობა, სადაც დამაკმაყოფილებელ ჰიგიენურ და მატერიალურ პირობებში შესაძლებელი იქნება სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შემდეგი სახის გემზე:
ა)
რომლის საერთო
ტევადობა არის 500 რტ ან
მეტი
;
ბ)
რომელზეც დასაქმებულია 15
ან მეტი წევრი
;
გ)
რომლის საზღვაო გადასვლის (ან რეისის)
ხანგრძლივობა აღემატება 3 დღეს.
3.
გემზე, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულია 3(სამ) დღეზე მეტი პერიოდით და დასაქმებულია/იმყოფება 100 (ას) პირზე მეტი, გემთმფლობელი ვალდებულია დაასაქმოს კვალიფიცირებული ექიმი.
4.
იმ გემზე, რომელიც ტვირთავს, ცლის ან გადააქვს საშიში ნივთიერებ(ებ)ი, გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს ამ სტანდარტების მე-3 დანართში არსებული შესაბამისი, ვადიანი ანტიდოტ(ებ)ის არსებობა გემზე და აგრეთვე გემის კოლექტიურ სამაშველო საშუალებებზე.
5.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საშიში ნივთიერების გადამზიდი საბორნე ტიპის მცურავი საშუალების საზღვაო გადასვლის ხანგრძლივობა არ აღემატება ორ საათს, საკმარისია იმ ანტიდოტების არსებობა, რომლებიც ვარგისია საზღვაო გადასვლის ხანგრძლივობისას.
6.
გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს გემზე მედიკამენტების, სამედიცინო აღჭრვილობისა და ანტიდოტების გამოყენების უახლესი ინსტრუქციების ხელმისაწვდომობა.
7.
ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო ნივთების მიწოდებასა და შევსებასთან დაკავშირებული ხარჯების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია გემთმფლობელი.
მუხლი 4🔗.
გემის კაპიტნის უფლებები და ვალდებულებები
1.
გემის კაპიტანი პასუხისმგებელია სამედიცინო ნივთების შენახვა, გამოყენებასა და მათ დროულ შევსებაზე.
2.
გემის კაპიტანი უფლებამოსილია საგემბანე განყოფილების ერთ ან რამდენიმე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანაშემწეზე მოახდინოს სამედიცინო ნივთების მოვლის დელეგირება, თუმცა თვითონ არ თავისუფლდება ამ პასუხისმგებლობისგან.
3.
გემის კაპიტნის მიერ დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობის დროს, სამედიცინო რჩევების მიღების შემდეგ, გემის კაპიტანს შეუძლია მოსთხოვოს გემთმფლობელს ისეთი სამედიცინო ნივთების მიწოდება, რომელიც იმ მომენტისთვის არ არის გემზე ხელწმისაწვდომი.
4.
ვადაგასული სამედიცინო ნივთები უნდა ჩანაცვლდეს შესაძლო მოკლე ვადებში.
მუხლი 5🔗.
სამედიცინო კონსულტაცია ტელერადიოკომუნიკაციის საშუალებით
1.
გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ საშუალებებზე დასაქმებულ პირს, რომელზედაც ვრცელდება ეს სტანდარტები, საშუალება ჰქონდეს ტელერადიოკომუნიკაციის საშუალებით უსასყიდლოდ მიიღოს სამედიცინო კონსულტაცია სააგენტოს მიერ აღირებული /დელეგირებულ სამედიცინო დაწესებულებიდან.
2.
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მეზღვაურის თანხმობით აღიარებულ/დელეგირებულ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია შეინახოს სამედიცინო კონსულტაციასთან დაკავშირებული ჩანაწერები.
3.
ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ჩანაწერები კონფიდენციალურია.
მუხლი 6🔗.
სამედიცინო მომზადება
გემზე მომსახურე პერსონალს, რომელსაც ევალება სამედიცინო მომსახურების ან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამი წვრთნა „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა, (ბოლო შესწორებებით) და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
ინსპექტირება
1.
სააგენტომ, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილმა აღიარებულმა ორგანიზაციამ ან პირმა, წელიწადში ერთხელ უნდა მოახდინოს იმ გემების ინსპექტირებას, რომელზეც ვრცელდება ეს სტანდარტები.
2.
ინსპექტირების საგანია:
ა)
რამდენად არის ხელმისაწვდომი გემზე ის სამედიცინო ნივთები, რომლებიც მოცემულია ამ სტანდარტების №1, №2 და №3 დანართებში
;
ბ)
რამდენად არის უზრუნველყოფილი სამედიცინო ნივთების სათანადოდ შენახვა, დროული შევსება და სათანადო გამოყენება
;
გ)
რამდენად არის დაცული სამედიცინო ნივთების ვარგისიანობის ვადა
;
დ)
რამდენად არის ზრუნველყოფილი გემზე სამედიცინო მომსახურების აღმოჩენა;
ე)
გემზე არსებული სამედიციმო ნივთები შეესაბამება №4 დანართით გათვალისწინებულ ცხრილს
.
3.
განსაკუთრებულ შემთხვევებში ინსპექტირების გადავადება შესაძლებელია არაუმეტეს 5 თვის ვადით.