სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2018 წლის ანგარიში

 

  
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად (2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე).

ა) სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში (შემდგომში – „ცენტრი“) 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 33 განცხადება. 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ცენტრში შემოსული განცხადებებიდან სრულად დაკმაყოფილდა 33-ივე განცხადება. ამავე დროს, შემოსული განცხადებებიდან 24 მათგანი გამოიგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავლით, ხოლო 9 კი პირდაპირ უშუალოდ ადრესატისგან. ამასთან ერთად, 26 მათგანზე გაიცა ამომწურავი ინფორმაცია (ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში), ხოლო 7 მათგანით მოთხოვნილი იყო ინფორმაცია, რომელიც არ მიეკუთვნებოდა ცენტრის კომპეტენციას, ცენტრს არ გააჩნდა მოთხოვნილი ინფორმაცია ან ცენტრში არ ჩატარებულა/განხორციელებულა შესაბამისი ღონისძიებები, რომლებსაც დაინტერესებული პირი ითხოვდა. შესაბამისად, შვიდივე მოთხოვნასთან დაკავშირებით პასუხი გაიგზავნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 28 შემთხვევიდან, განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსმა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა – გიორგი ხაზარაძემ, ხოლო 5 შემთხვევაში კი ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა - გიორგი დარჩიაშვილმა. ფიზიკური პირებიდან ცენტრში არ შემოსულა განცხადება, ხოლო იურიდიული პირებიდან კი შემოვიდა 9 განცხადება.

გ) ცენტრის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები, დებულებით დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. ცენტრში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. ცენტრის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (e-doc) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ- ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას. 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დ) ცენტრის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული) მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევის საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტი.

ე) ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, ხოლო საჯარო ინფორმაციის გაცემისას ცენტრი ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, ისევე როგორც საქართველოს კანონს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.“

ვ) საანგარიშო პერიოდში ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად, არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

ზ) ცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა ცენტრის მიერ მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

 

ლევან უჯმაჯურიძე