,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.026.016650
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №103

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში (ვებგვერდი, 19/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.026.016381) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:”.

 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) ,,კ“ და  ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს, მათ შორის,  თავდაცვის ძალების მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციული უზრუნველყოფა და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარ მივლინება;

ლ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა;“;

ა.ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანი;“;

ბ) მე-7 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის ძალების მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარ მივლინება;

გ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სამინისტროს, მათ შორის,  თავდაცვის ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანი;“;

ბ.გ) მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სამოქალაქო ოფისის და სამინისტროს თავდაცვის ძალების თანამდებობის პირების საზღვარგარეთ ვიზიტების უზრუნველყოფა;“;

ბ.დ) მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) სამინისტროს, მათ შორის,  თავდაცვის ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანი;“;

ბ.ე) მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამოქალაქო ოფისისა და სამინისტროს თავდაცვის ძალების თანამდებობის პირების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზაციული დაგეგმვა;“;

ბ.ვ) მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სამოქალაქო ოფისის და  სამინისტროს თავდაცვის  ძალების წარმომადგენლების ვიზებით უზრუნველყოფა.“;

გ) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საჭიროების შემთხვევაში ახდენს ადმინისტრაციაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას, ხელს აწერს სამინისტროს, მათ შორის,  თავდაცვის ძალების  სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.12.2018.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 12.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №103. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.026.016650.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №103, 12.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.026.016650 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4391051/