სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2018 წლის ანგარიში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ წლიური ანგარიში

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

2018 წელი

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:

ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 66 განცხადება. მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 4 ერთეული. საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – MY.GOV.GE-ის მეშვეობით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნით არცერთი განცხადება არ შემოსულა.

ბ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ არ წარმოადგენს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას.

გ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ შემოსული განცხადებებიდან

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ შემოსული 66 განცხადებიდან

მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა 18 შემთხვევაში,3 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,45 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 39 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, 20 შემთხვევაში − არასამთავრობო ორგანიზაცია, 2 მოთხოვნა შემოვიდა სხვა საჯარო დაწესებულებიდან, ხოლო 5 მოთხოვნა − კომპანიებიდან.

საანგარიშო პერიოდში სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ელისო გელაშვილი, მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურის უფროსი მანანა ცინაძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით დევიძე.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 18 შემთხვევიდან 17 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ელისო გელაშვილმა, ხოლო 1 განცხადება − მანანა ცინაძემ.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის − ელისო გელაშვილის, მიერ.

დ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, შენახვასა და გადაცემას შემდეგი პროგრამული (ელექტრონული) ბაზების მეშვეობით: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი, საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის რეესტრი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი, სამისამართო რეესტრი, საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად შექმნილი მონაცემთა ბაზა, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს).

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, შენახვასა და გადაცემას ახდენს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. სააგენტოში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს პერსონალურ მონაცემებზე არაუფლებამოსილ პირთა წვდომას.

ე) საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით, თანამშრომლების მხრიდან არ გამოვლენილა ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელების დადების არც ერთი ფაქტი.

ვ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ საჯარო ინფორმაციის გაცემის ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე: საქართველოს კონსტიტუცია, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ დებულება.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებას:

განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სრულად არ იყო დაცული/არ იყო სისტემატიზებული (3 შემთხვევა).

ზ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოსულ 1 განცხადებასთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილია ადმინისტრაციული საჩივარი, რომელზეც მიმდინარეობს წარმოება, და 1 განცხადებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში წარდგენილია სარჩელი, რომელზეც დაწყებულია სამართალწარმოება.

ამასთან, მიმდინარე წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გასული საანგარიშო პერიოდის (2017 წელი) 1 განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სარჩელი დაკმაყოფილდა და სააგენტოს დაევალა საჯარო ინფორმაციის გაცემა. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ამ დროისათვის არ არის შესული კანონიერ ძალაში.

თ) საანგარიშო პერიოდში სააგენტოში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააგენტოს არ ჰქონია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, სააგენტოს არ დაკისრებია მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა. თუმცა, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სააგენტოს მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 2016 წლის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული ერთი სასამართლო გადაწყვეტილება. შესაბამისად, ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, გაღებულ იქნა ხარჯები სახელმწიფო ბაჟის სახით − 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ივანე ცარციძე

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი