სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ 2018 წლის ანგარიში
სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს“
2018 წლის ანგარიში
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ 2018 წლის ანგარიშს
სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“ 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 37 განცხადება. აქედან ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 3 ერთეული.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია სააგენტოს ვებგვერდზე (www.probation.gov.ge) მითითებული, სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის ელფოსტის igelovani@prevention.gov.ge მეშვეობით.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2018 წლის განმავლობაში მსგავსი მოთხოვნა არ შემოსულა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან
30 მოთხოვნაზე ინფორმაცია გაიცა სრულად;
7 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სააგენტოში ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უმეტესად შემოსული განცხადებები შეიცავდა საჯარო ინფორმაციის ერთზე მეტ, ხშირ შემთხვევაში კი − მრავალ მოთხოვნას.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან
10 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე;
10 შემთხვევაში განცხადება წარმოადგინა არასამთავრობო ორგანიზაციამ;
2 შემთხვევაში განმცხადებელს მითითებული ჰქონდა, რომ წარმოადგენდა სხვადასხვა მედიასაშუალებას;
14 განცხადება შემოვიდა სხვა საჯარო დაწესებულებიდან;
1 განცხადება შემოვიდა პოლიტიკური პარტიიდან.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან
28 განცხადება განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ირაკლი გელოვანმა;
1 განცხადება განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო სააგენტოს უფროსმა ზაზა გრიგოლიამ.
1 განცხადება განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო აბულაშვილმა.
სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები და სტრუქტურული ერთეულები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სააგენტოს დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სააგენტოში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებლები უთითებენ მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.
ამასთან, სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი. საანგარიშო პერიოდში ადგილი არ ჰქონია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ასევე, არ წარმოშობილა ხარჯები.
ზაზა გრიგოლია
სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსი