სსიპ „სმართ ლოჯიქის“ 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი

სსიპ „სმართ ლოჯიქის“ 2018 წლის ანგარიში

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „სმართ ლოჯიქში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:

ა) სსიპ „სმართ ლოჯიქში“ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 4 განცხადება.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების სსიპ „სმართ ლოჯიქში“ ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ − მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (MY.GOV.GE) მეშვეობით.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, მითითებულ პერიოდში მსგავსი მოთხოვნა არ შემოსულა.

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „სმართ ლოჯიქში“ შემოსული განცხადებებიდან მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაცია გაიცა და მოთხოვნა დაკმაყოფილდა 3 შემთხვევაში; ხოლო 1 განცხადება განხილვის პროცესშია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შემოსული განცხადებები განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო სსიპ „სმართ ლოჯიქის“ იურისტმა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ნინო ნიქაბაძემ.

გ) სსიპ „სმართ ლოჯიქი“, დებულებით დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. „სმართ ლოჯიქში“ პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. „სმართ ლოჯიქის“ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

საანგარიშო პერიოდში სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დ) სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მხრიდან საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საანგარიშო პერიოდში არ მიღებულა.

ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან მიმართებით ადმინისტრაციული საჩივარი არ შემოსულა. ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრებას.

ზ) სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონია სსიპ „სმართ ლოჯიქისთვის“ მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

გიორგი მეჟლუმიანი 

სსიპ „სმართ ლოჯიქის“ დირექტორი