თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

  

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დებულების შესრულების თაობაზე

2018 წლის 06 დეკემბრის მდგომარეობით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 33 განცხადება, აქედან 10 განცხადება შემოსულია საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, ხოლო 23 განცხადება შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე.

  განცხადებები შემოსულია:

1. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო

საზოგადოება - 1 განცხადება;

2. პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ -1 განცხადება;

3. ა(ა)იპ „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) -1 განცხადება;

4. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი -2 განცხადება;

5. ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ -1 განცხადება;

6. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი -1 განცხადება;

7. „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ -2 განცხადება;

8. გაზეთ „ქრონიკა+“-ს ჟურნალისტი - 2 განცხადება;

9. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის

თელავის ოფისი -2 განცხადება;

10. პოლიტიკური პარტია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 1 განცხადება;

11. საქართველოს პარლამენტის წევრი(ხათუნა გოგორიშვილი) - 1 განცხადება;

12. მოქალაქეები - 18 განცხადება.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული არ არის.

შემოსულ მოთხოვნებზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტიც არ მომხდარა.

შემოსული 33 განცხადებიდან 33–ვე განცხადებაზე გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 10 გადაწყვეტილება მიღებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, ხოლო 23 გადაწყვეტილება საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

განმცხადებლების მიერ მოთხოვნილია:

- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემულ ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტები;

- საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები;

- საკრებულოს კომისიების და ფრაქციების სხდომების ოქმები;

- საკრებულოს თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების შესახებ ინფორმაცია.

- თანამდებობის პირთა მივლინებების შესახებ ინფორმაცია.

- საკრებულოს საჯარო მოხელეთა შვებულებების შესახებ ინფორმაცია;

- თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია.

- თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი.

 2018 წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევებისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოებს საჯარო რეესტრის ჟურნალი. ჟურნალში საჯარო ინფორმაციას აღრიცხავს საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურების და საქმის წარმოების განყოფილება მისი მიღებისთანავე.

 

თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს აპარატის უფროსი                                                                     ტარიელ გალახვარიძე