აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის ანგარაში

2018 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრირებულია 95 განცხადება, აქედან 73 განცხადება იურიდიული პირისგან, ხოლო 22 - ფიზიკური პირისგან.
აღნიშნული განცხადებებიდან სამინისტროს მიერ დაკმაყოფილდა 84 განცხადება. საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლისგათვალისწინებით 8 განცხადება გადაიგზავნა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში, აღნიშნულის შესახებ  კი განმცხადებლებს წერილობით ეცნობათ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის 41-ე მუხლის გათვალისწინებით არ დაკმაყოფილდა 3 მოთხოვნა, მათ შორის, 2 მოთხოვნაზე ინფორმაციაარინახებოდაჩვენსუწყებაში, ხოლო ერთი მოთხოვნაშეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. მოთხოვნილი ინფორმაციისგაცემაზეუარი ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და სამინისტროს დაევალა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით განცხადების განხილვა. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და გაიცა შესაბამისი საჯარო ინფორმაცია. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებისგასაჩივრებასთანდაკავშირებ ით ხარჯი არ გაწეულა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება სამინისტროში არ შემოსულა.
სამინისტროში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპოდენცია,მათ შორის საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიც. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
2018 წლის განმავლობაში დაწესებულების საჯარო მოსამსახურე თა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ამავე სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების II კატეგორიისუფროსისპეციალისტი

ლია გაბაიძე.