სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანგარიში

(2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე)

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 201 7 წლის 10 დეკემბრიდან  201 8 წლის 10 დეკემბრამდე  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიშს:

საანგარიშო პერიოდში სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზეარ შემოსულა.

მოთხოვნა არ შემოსულა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შესახებ.

ცენტრში საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ცენტრს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ცენტრის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში არ ყოფილა და აქედან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც  არ ჰქონია.

საჯაროინფორმაციისგაცემისას ცენტრი ეყრდნობასაქართველოსზოგადიადმინისტრაციულიკოდექსისნორმებს, აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავ­ტო­­­ნომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულებას  და სხვა მოქმედ კანონმდებლობას.

ამასთან სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე)წლიურ  ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი იფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 რ. შავიშვილი