„საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№361
სარეგისტრაციო კოდი
010030000.22.027.016861
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №361

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010030000.22.027.016540) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში (გარდა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისა) გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა;

თ) მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე (გარდა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისა) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;“;

2. მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციასა და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა და  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა; მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე;“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციასა და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობასა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.12.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №361. სარეგისტრაციო კოდი — 010030000.22.027.016861.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №361, 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010030000.22.027.016861 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4392557/