თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წლიური ანგარიში

ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მესამე თავის 49-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე ანგარიშში ასახულია თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ინფორმაცია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.

I. თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში შემოსული საჯარო ინფორმაციის რაოდენობის შესახებ:

2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 24 განცხადება.

თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, როგორც სასამართლოში განცხადების უშუალოდ წარმოდგენით, აგრეთვე განცხადებების ელექტრონული ფორმის წარმოდგენით ოფიციალური ვებ-გვერდის http://service.court.ge/public/ მეშვეობით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №1/225 გადაწყვეტილების მოთხოვნების შესაბამისად.

2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

II. მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობისა და გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოხელის შესახებ:

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში შემოსული 24 განცხადებიდან:

1. სრულად დაკმაყოფილდა - 11 განაცხადება;

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 11 განცხადება;

3. არ დაკმაყოფილდა - 2 განცხადება.

ყველა განცხადებაზე პასუხი მომზადდა კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოში შემოსული განცხადებები, უმეტესწილად, შეიცავდა საჯარო ინფორმაციის ერთზე მეტ, ხშირ შემთხვევაში კი − მრავალ მოთხოვნას.

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე ან/და დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღებოდა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, სასასამართლოს კომპეტენტური საჯარო მოსამსახურის მიერ. კერძოდ, გადაწყვეტილებები მიიღო შემდეგმა საჯარო მოსამსახურემ:

თამაზი სხილაძე - სასამართლოს მენეჯერი - I რანგის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 2012 წლის 20 დეკემბრიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ვლადიმერ ხუჭუას ბრძანებით თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

III. საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:

თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საქმის წარმოების მიზნებისთვის მონაცემების შეგროვებისას ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ხოლო აპარატის თანამშრომელთა მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

IV. საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ:

თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში, თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.

V. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები:

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ეყრდნობოდა შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს:

1. „საქართველოს კონსტიტუციას“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ეყრდნობოდა შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს:

1. სასამართლოს მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ იძლეოდა მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების შესაძლებლობას ან/და თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში მოთხოვნილი ინფორმაცია დაცული არ იყო - 11 შემთხვევაში;

2. განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენდა პერსონალური სახის ინფორმაციას და განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით არ წარმოუდგენია იმ პირთა თანხმობა, ვის შესახებაც ინფორმაციას ითხოვდა - 2 შემთხვევაში.  

VI. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ შემთხვევა არ ყოფილა.

 

თამაზი სხილაძე

სასამართლოს მენეჯერი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი