სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
სსიპ – „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“  2018 წლის ანგარიში

 

  
2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, სსიპ – „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ სულ რეგისტრირებულია 5 წერილი, აქედან იურიდიული პირის 4 წერილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გავლით მოქალაქის 1 განცხადება.

სსიპ – „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის’’ მიერ, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, გაცემული იქნა პასუხი, საჯარო ინფორმაციის ხუთივე მოთხოვნაზე.

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ 2018 წელს არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

სსიპ – „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსის 2018 წლის 01 ნოემბრის №26 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა ცენტრის აპარატის შტატგარეშე მოსამსახურე თანაშემწე ნინო ძნელაძე. 2017 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით საჯარო იფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელ  პირად  განსაზღვრული  იყო ცენტრის  აპარატის  უფროსი ლანა ბათლიძე, ხოლო 2013 წლის 29 ნოემბრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრული იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა კალაძე.

„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4 პუნქტის მოთხოვნათა   შესაბამისად, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ 2018 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიულად გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განყოფილებაში.

 

გიგა გაბელია