ბადრი ნანეტაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
მიღების თარიღი 21.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3315
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 87, 28/06/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბადრი ნანეტაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბადრი ნანეტაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი დადასტურებულად მიიჩნევს „საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ნანეტაშვილის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2006 წლის 20 ივნისის დასკვნაში წარმოდგენილ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ:
პარლამენტის წევრი ბადრი ნანეტაშვილი 1994 წლიდან დღემდე არის შპს „თრიალეთის“, ხოლო 2003 წლიდან – შპს „თრიალეთი+“-ის დამფუძნებელი და პარტნიორი. აღნიშნული საწარმოები წარმოადგენენ მოქმედ საწარმოებს მთელი ამ ხნის განმავლობაში და ახორციელებენ კომერციულ საქმიანობას მოგების მიზნით;
პარლამენტის წევრს ბადრი ნანეტაშვილს არ განუხორციელებია თავისი კუთვნილი წილის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტისა და 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთანავე, პარლამენტი სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს ბადრი ნანეტაშვილის მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ბოლო, შემაჯამებელ სხდომაზე წარმოდგენილ მინდობის ხელშეკრულებას ბ. ნანეტაშვილის კუთვნილი წილის მისი ძმისთვის – ჯ. ნანეტაშვილისთვის სამართავად გადაცემის შესახებ, რადგანაც ბადრი ნანეტაშვილისთვის მანამდე არაერთგზის დასმული შეკითხვის მიუხედავად მას არათუ არ წარმოუდგენია აღნიშნული ხელშეკრულება, არამედ არც დაუფიქსირებია მისი არსებობის ფაქტი, რის საფუძველზედაც პარლამენტი მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულება შექმნილია საგანგებოდ ამ სხდომაზე წარმოსადგენად. ამ გარემოებას ისიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება, მიუხედავად „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნისა, ბ. ნანეტაშვილის მიერ არ ყოფილა დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციებში;
პარლამენტის წევრი ბადრი ნანეტაშვილი მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებულ საწარმოებს, მოქმედებდა მათი სახელით და მათი ინტერესების შესაბამისად. ეს გარემოება დასტურდება ქარელის რაიონის ყოფილი გამგებლის მ. კორკოტაძის ახსნა-განმარტებით, რომლის თანახმადაც ბ. ნანეტაშვილი უშუალოდ აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებას სათანადო ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესაბამისი მოქმედებების (საინფორმაციო სიუჟეტების მომზადება-განთავსება, რეკლამის განთავსება) განხორციელების თაობაზე. აღნიშნული მოლაპარაკების რეალიზება მოხდა კონკრეტული ხელშეკრულებების დადებით, რომლებიც წარმოდგენილ იქნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში. მითითებულ გარემოებებს ადასტურებენ ტელეკომპანია „თრიალეთის“ და გაზეთ „თრიალეთის“ ყოფილი თანამშრომლები: თ. კაკიაშვილი, ე. სადაღაშვილი, თ. ოქრუაშვილი, შ. ნუსხელიძე, ქ. ახალბედაშვილი, დ. შევარდენიძე და ს. წიწიკაშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში, რომელთა თანახმადაც ბადრი ნანეტაშვილი უშუალოდ მართავდა საწარმოებს, რაც გამოიხატებოდა მის მიერ საინფორმაციო პოლიტიკის ერთპიროვნულად განსაზღვრით და მათთვის კონკრეტული სამსახურებრივი დავალებების მიცემით;
აღნიშნული ქმედებებით საქართველოს პარლამენტის წევრმა ბადრი ნანეტაშვილმა, რომელიც საქმიან მოლაპარაკებაში წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებულ სამეწარმეო სუბიექტებს, მოქმედებდა ამ სუბიექტების სახელით და მათი ინტერესების შესაბამისად, ასევე უშუალოდ მართავდა აღნიშნულ საწარმოებს, განახორციელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოების ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რაც ემსახურება საზოგადოების მიზანს, ანუ საქართველოს პარლამენტის წევრმა ბ. ნანეტაშვილმა უშუალოდ განახორციელა სამეწარმეო საქმიანობა.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დადასტურებულად იქნეს მიჩნეული საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ნანეტაშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტისა და 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა.
2. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ბადრი ნანეტაშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 21 ივნისი.
№3315–Iს