ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 7 ნოემბრამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 165 (ასსამოცდახუთი) განცხადება.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 165 (ასსამოცდახუთი) განცხადებაზე – აქედან ფიზიკურ პირებზე გაიცა 10 (ათი), არასამთავრობო ორგანიზაციებზე - 89 (ოთხმოცდაცხრა), ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოებზე - 66 (სამოცდაექვსი ).
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის განყოფილების უფროსის კობა ქირიას მიერ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში ეყრდნობოდა საქართველოს კანონებს:
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.“
მ. ნანავა