სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 2018 წლის ანგარაიში
გაცნობებთ, რომ სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში (შემდგომში - მანდატურის სამსახური) სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის 2018 წლის 07 ნოემბრის №29 ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი შორენა ზედგინიძე.
წარმოგიდგენთ სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 2018 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
ა) სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში სულ 110 განცხადება შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში მოთხოვნა არ შემოსულა. მანდატურის სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ერთ განცხადებაზე მიმდინარეობს წარმოება.
ბ) დაკმაყოფილდა 109 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ერთ განცხადებაზე მიმდინარეობს წარმოება.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 132 მოთხოვნა.
დ) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 69 თანამშრომელს/საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს დაედო შესაბამისი დისციპლინური სახდელი.
ე) სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სსიპ – „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. მანდატურის სამსახურის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
მანდატურის სამსახურის 2018 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
ანგარიში
რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
110
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე
0
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
0
საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა, შენახვის და სხვისთვის გადაცემის თაობაზე
132
მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ
69
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
0
დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიურ საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
0
გ. გელაძე